RT Crystalline - шаблон joomla Mp3

Givi Sikharulidze   გივი სიხარულიძე

საქართველოს სახალხო არტისტი, კინომსახიობი, მწერალი

   "თუ სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდით ჩვენ - ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე, გივი სიხარულიძე, ჯუმბერ ბერიძე და კიდევ ბევრი იმდროინდელი ლომი, დღეს თემურ ბიბილეიშვილმა შეძლო ყველა ესენი კვლავ წარმოეჩინა სცენაზე და იმდროინდელი რაინდების დარად 60 რაინდი გვიჩვენა. ეს არის ძალიან ნიჭიერი კაცი, თავისი საქმის ფანატიკურად მოყვარული. მან შეძლო ჩვენთვის ლომების როკვა ეჩვენებინა. მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ აჭარულ ცეკვებში თემურ ბიბილეიშვილი არა მარტო სახასიათოს და სატრფიალოს ხედავს, არა მარტო გარეგნულ ეფექტებს გვიჩვენებს, არამედ აჭარელი კაცის რაინდულ სულს გამოხატავს. ამისთვის დიდი მადლობა მას."

Omar Mkheidze   ომარ მხეიძე

საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის საპატიო თავჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ეროვნული პრემიის ლაურეატი.

 

ვეთაყვანები ყველა "ხორუმელს" და მივესალმები მის დამაარსებელს საქართველოს დამსახურებულ არტისტს თემურ ბიბილეიშვილს

   "აჭარას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეჭირა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში. მუდამ ჰყავდა დიდი მოცეკვავეები. დღეს მე ვნახე ქართული სულის დუღილი. ამას ვერავინ ჩააქრობს.ქართულ სიმღერასთან ერთად, ქართული ცეკვა დიდი განძია, რომელსაც მოვლა, მოფერება ჭირდება და ეს გოგო-ბიჭებიც უვლიან, ეფერებიან ჩვენს საუნჯეს. ღმერთმა დალოცოს ისინი. ღმერთმა დალოცოს მათი ხელმძღვანელი თემურ ბიბილეიშვილი, ქალბატონილილი ვარშანიზე. დიდი მადლობა ყველას ამ საოცარი სანახაობისთვის. ახალ წარმატებებს ვუსურვებ მათ."

Vsevolod Zadaracki   რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის მდივნის კომპოზიტორ ვსევოლოდ ზადირიცკის სიტყვა ცეკვა "ხორუმის" შესახებ:

   "ყველაზე ღრმა და ყველაზე ნათელი წარმოდგენა დამიტოვა კონცერტის ბოლო ნომრად წარმოდგენილმა ცეკვა "ხორუმმა". ეს ანსამბლი მთელი საქართველოს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ცეკვის ანსამბლია. მან თავისი გამაოგნებელი დადგმით, შესრულებითა და ოსტატობით შემაერთა მთელი შუამდინარეთის სამყაროსთან.

   ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ეთნიკური, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ არის მთელი კავკასიის, მისი ძველი წარსულის სიღრმიდან ამოღებული და თავმოყრილი ძველი ეგვიპტის მთელი სიბრძნეები კარგად შემონახული და ჩვენამდე მოღწეული. ეს არა მარტო მოულოდნელობა იყო ხალხურ შემოქმედებაში რაღაც ერთი ან რამდენიმე შტრიხით, არამედ იყო ზემოულოდნელობა მთელს შემოქმედებაში, რამაც ხელოვნების ეს ნიმუში - ცეკვა "ხორუმი" მიიყვანა სრულყოფილებამდე."