RT Crystalline - шаблон joomla Mp3

Acompaniators

   სოლომონ ბერიკაშვილი (1984 წ). ბოლნისის რ–ნის დაბა კაზრეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სამსახური. 2002 წლიდან მუშობდა ქ. ბოლნისის ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის სკოლა–სტუდიაში ანსამბლში „ ბოლნელი “. ამჟამად ანსამბლ "ხორუმის" აკომპანატორია.

   ლაშა გვიანიძე – აკომპანიატორი (1988) ბათუმის #28 საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მიიღო კონკურსში და

ჩაირიცხა რობერტ ბარძამაშვილის ანსამბლში „ლახტი“. 1996 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის #4 სამუსიკო სკოლაში და დაამთავრა ფორტეპიანოს სპეციალობით. ფრიდონ სულაბერიძის მიწვევით მუშაობდა ანსამბლ „რუსთავში“. მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტში „ჯეოსტარი“. ამჟამად მუშაობს ანსამბლ „ ხორუმში “ აკომპანიატორად.

   დავით გელაძე – აკომპანიატორი – (1978). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ანსამბლში „ჩვენებურები“ მოცეკვავედ და აკომპანიატორად , ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის აკომპანიატორად (დოლი). ამჟამად მუშაობს აჭარის მ.კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. პარალელურად მუშაობს ბათუმის ხალხური ცეკვის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ხორუმის" აკომპანიატორად (დოლი).

   რონალდ კოჩალიძე – აკომპანიატორი (1972) – ხულოს რაიონის სოფ. რიყეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობაზე და დაამთავრა 1996 წ. სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოში. ბათუმის სკოლების ქორეოგრაფიულ ანსამბლების, ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლის მუსიკოსად. ამჟამად მუშაობს ბათუმის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლ "ხორუმის" აკომპანიატორად.

   ოთარ მალაყმაძე – აკომპანიატორი (1952). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის იუსუფ კობალაძის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში. მოიხადა სამხედრო სამსახურები. სხვადასხვა დროს მუსიკოს აკომპანიატორად მუშაობდა ქ.ბათუმის მერიასთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში , აჭარის მ.კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. ამჟამად მუშაობს ანსამბლ „ ხორუმში “ მუსიკოს–აკომპანიატორად.

   რუსლან მახარაძე – აკომპანიატორი (1976). საშუალო განათლების მიღების შემდეგ მუსიკოს–აკომპანიატორად მუშაობდა ქ.ბათუმის მერიასთან არსებულ ვოკალურ–ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმში“. ამჟამად მუშაობს ანსამბლ „ხორუმის“ აკომპანიატორად. გიორგი რესულიძე – აკომპანიატორი (1979 წ). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ანსამბლ „ეგრისის“ მუსიკოს აკომპანიატორად , სასტუმრო „ინტურისტის“ მზარეულად , 2009–2010 წლებში გადავიდა დაცვის სამსახურში ამჟამად მუშაობს ანსამბლ „ხორუმის“აკომპანიატორად.

   ედუარდ სამნიძე – აკომპანიატორი (1974 წ) , ხელვაჩაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იუსუფ კობალაძის სახელობის ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიულ სპეციალობაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა პარკის ქორეოგრაფიული ანსამბლის „მერცხალი“ , მ.კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობად , ანსამბლ „ბათუმის“ მოცეკვავე–მუსიკოსად. ამჟამად ანსამბლ "ხორუმის" არომპანიატორია.

   ენვერ ღოღობერიძე – აკომპანიატორი (1945 წ). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მედოლეაკომპანიატორად მუშაობდა ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა პარკთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში „გაზაფხული“ , ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში „მერცხალი“ (ქორეოგრაფი გივი ჩიხლაძე), აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ქორეოგრაფი ენვერ ხაბაძე , შემდეგ თემურ ბიბილეიშვილი) ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლში. ამჟამად მუშაობს ანსამბლ „ხორუმის“ მუსიკოს–აკომპანიატორად. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.