RT Crystalline - шаблон joomla Mp3

Lili Varshanidze   ლილი ვარშანიძე –ადმინისტრატორი (1956 წ.) –ურეხის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში ცეკვავდა მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში (ქორეოგრაფი აჭარის დამსახურებული არტისტი ნოდარ დევაძე). დაამთავრა ურეხის სამუსიკო სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ურეხისა და ქ.ბათუმის საშუალო სკოლების მოს წ ა ვლეთა ქორეოგრაფი ულ ანსამბლებში, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლში ადმინისტრატორად და რეპეტიტორად. დაჯილდოებულია აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებით.

Nana Bibileishvili   ნანა ბიბილეიშვილ – ქორეოგრაფი (1962). საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის იუსუფ კობალაძის სახელობის ბათუმის კულტურულ– საგანმანათლებლო სასწავლებლის სადირიჟორო სპეციალობებზე. პარალელურად ცეკვავდა სასწავლებლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა აჭარის მ.კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობად. ცეკვავდა ბათუმის ოპერის თეატრის სპექტაკლებში –„აბესალომ და ეთერი“ ,„ლელა“ ,„აიდა“. 2002 წლიდან დღემდე მუშაობს ანსამბლ „ხორუმის“ ქორეოგრაფად მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება.

Tamta Kervalishvili   თამარ კერვალიშვილი – რეპეტიტორი (1983) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან არსებულ კოლხეთის სასწავლო ინსტიტუტში დაწყებითი განათლების სპეციალობით. ქორეოგრაფიული განათლება შეიძინა მ.კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებულ სტუდიაში. 1999 წლიდან მუშაობს მოცეკვავე მსახიობად აჭარის სახელმწიფო ანსამბლში, ცეკვავდა ბათუმის ოპერის სპექტაკლებში „აბესალომ და ეთერი“, „ლელა“ , „აიდა“. მინიQებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება. ანსამბლ „ხორუმის“ დაარსების დღიდან დღემდე მუშაობს რეპეტიტორად. მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავის წოდება.

Tornike Dolidze   თორნიკე დოლიძე – რეპეტიტორი (1974). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა ლა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობად , ცეკვავდა ბათუმის ოპერის თეატრის სპექტაკლებში „აბესალომ და ეთერი“, „აიდა“, „ლელა“. მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავის წოდება. ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ხორუმი“ შექმნიდან დღემდე არის ანსამბლის რეპეტიტორი. დაჯილდოებულია აჭარის დამსახურებული არტისტის წოდებით.