RT Crystalline - шаблон joomla Mp3

Page 621   აჭარაში კარგად არის განვითაარებული საბავშვო ქორეოგრაფია, მაგრამ 2002 წლის გაზაფხულზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დაიბადა ახალი იდეა ქართული ქორეოგრაფიის მდიდარი ტრადიციების შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის, მაღალკვალიფიციური კადრებით მომზადების, ქორეოგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლინებისა და მხარდაჭერის ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდის გაუმჯობესების მიზნით ბათუმში დაარსებულიყო ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი.

   იდეის განხორციელება დაევალა ქორეოგრაფ თემურ ბიბილეიშვილს, რომელიც იმ დროს აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და მისი ხელმძღვანელობით სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ფართო შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა. უცხოეთში გასტროლებზე ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ნიმუშების ჩვენებით ფართო პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ხელოვნებას.

   პასუხისმგებლობა იყო დიდი. აჭარაში პირველად იქმნებოდა არა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული, არამედ ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; ბატონმა თემურ ბიბილეიშვილმა მიიღო დავალება. და დაიწყო უმძიმესი მოსამზადებელი სამუშაოები. თემურ ბიბილეიშვილმა ბათუმის 28 საშუალო სკოლის დაწყებით კლასებში, ორი თვის განმავლობაში, 2 000 ბავშვი გასინჯა. ამ 2000 ბავშვიდან გარეგნული ნიშნების მიხედვით გადაარჩიეს 500 ბავშვი და დაიწყო რეპეტიციები. თემურ ბიბილეიშვილს ამ პროცესში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეები ეხმარებოდნენ. სამთვიანი რეპეტიციების შემდეგ მოხდა კიდევ ერთი გადარჩევა და საბოლოოდ შეირჩა 300 ნორჩი მოცეკვავე.

Page 622   დაძაბული და ნაყოფიერი ერთი წლის თავზე ანსამბლი ჩამოყალიბდა როგორც მყარი შემოქმედებითი კოლექტივი, მტკიცე შრომითი დისცი პლინითა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით. ამან განაპირობა ის, რომ 2003 წლის ბოლოს მომწიფდა საფუძველი ბათუმის ბავშვთა ანსამბლის შესახებ სამთავრობო დადგენილების მიღების შესახებ და 2004 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ბრძანებულება #10 ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული სახელმწიფო ანსამბლის დაარსების შესახებ. ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა თემურ ბიბილეიშვილი. ანსამბლი განთავსდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შენობაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაევალა ანსამბლის დებულების, სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და დაფინანსების საკითხების მოგვარება.

   2004 წლის 15 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება ბათუმის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ. ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის მუშაკთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 35 საშტატო ერთეულით და ერთი თვის სახელფასო ფონდი 1.244 ლარის რაოდენობით. დამტკიცდა ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის დებულება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაევალა ანსამბლის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება. მაგრამ მოხდა ვარდების რევოლუცია და მასთან დაკავშირებით განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ანსამბლისათვის არავის ეცალა. წვითა და დაგვით შექმნილი კოლექტივი ფაქტიურად გააუქმდა ,მაგრამ თემურ ბიბილეიშვილს არც ამჯერად დაუყრია ფარ–ხმალი. მას გვერდში დაუდგნენ ნორჩი მოცეკვავეების მშობლები და მუშაობა შიშველი ენთუზიაზმით გაგრძელდა. სარეპეტიციო დარბაზი აღარ გააჩნდათ. ხან სად მეცადინეობდნენ და ხან სად, მაგრამ ერთხელაც არ დაუჩივლია ანსამბლის ხელმძღვანელს, ბატონ თემურ ბიბილეიშვილს, ანსამბლის ორგანიზატორს ლილი ვარშანიძეს, ქორეოგრაფებს თამარ კერვალიშვილსა და თორნიკე დოლიძეს, რომლებიც დაუღალავად განაგრძობდენ მუშაობას. თემურ ბიბილეიშვილი დიდი მადლიერების გრძნობით იხსენებს ქალაქის 24–ე სკოლის დირექტორს, აწგანსვენებულ ვიქტორ გიორგაძეს, რომელმაც უფლება მისცა სკოლის დერეფანში ჩაეტარებინათ რეპეტიციები. ბატონი ვიქტორ გიორგაძე, მართლაც დიდი ენთუზიასტი და გულმხურვალე პატრიოტი იყო. სწორედ მისი მსგავსი ადამიანების წყალობით გადარჩა და მოვიდა დღემდე ბავშვთა ანსამბლი "ხორუმი"–აღნიშნავს თემურ ბიბილეიშვილი.

Page 631   იყო უშუქობა, იყო სიცივე, სკოლის ჩამსხვრეულ ფანჯრებში თავისუფლად დანავარდობდა ქარაშოტი. ბავშვებს წვიმასა და თოვლში ქალაქის სხვადასხვა უბნიდან სიარული უჭირდათ, მაგრამ იყო, აგრეთვე, იმედი, იყო რწმენა, იყო უსაშველოდ დიდი ენთუზიაზმი და ამიტომ ყველა –ნორჩი მოცეკვავეებიც, მათი მშობლებიც, პედაგოგებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდნენ , რომ შუა გზაზე არ მიეტოვებინათ საქმე და კარგად დაწყებული, კარგადვე დაეგვირგვინებინათ. უკეთესი დღეების მოლოდინში გადიოდა დრო. პატარები თანდათან ოსტატდებოდნენ. დაიდგა ცეკვები: „განდაგანა“ (80 ნორჩი მოცეკვავის მონაწილეობით), „მთიულური“, ასევე 80 ბავშვის მონაწილეობით და „ხორუმი“. ამ ცეკვის სახელი შემდეგ დაენათლა თვით ანსამბლს, იმის დასტურად, რომ მათ მიერ შესრულებული "ხორუმი" გამოირჩეოდა ჭეშმარიტად ორიგინალური ღირსებებით და მაყურებელზე ზემოქმედების უჩვეულო ძალით.

   ამასთან დაკავშირებით ბატონი თემური გვეუბნება: „ხორუმი“ საბრძოლო ცეკვაა. ჩვენც საკმარისად დიდი ბრძოლები გადავიხადეთ ვიდრე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებოდით. ამიტომაც სიმბოლურია ეს სახელწოდება. მშობელთა აქტიური თანადგომით , შეიკერა საცეკვაო კოსტიუმები , მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე კონცერტში და ერთხელაც... ბათუმის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი ევროპელ ჟურნალისტებს ხვდებოდა. ანსამბლი სტუმრებისათვის კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს.

Page 632   აქ უმჯობესია სიტყვა კვლავ თემურ ბიბილეიშვილს დავუთმოთ. რამეთუ მასზე უკეთ არავინ იცის რა მოხდა იმ დღეს: „პირველ ნომრად ხორუმი შევასრულეთ. დარბაზში შვედური მაგიდები იყო გაშლილი და ამიტომაც უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში, იყო ხმამაღალი საუბრები, გადაძახილი, ასე განსაჯეთ, თვით ანსამბლ „ბათუმის“ დიდებულ მრავალჟამიერსაც კი არ უსმენდნენ. შევნიშე, როცა პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრებოდა ცალი თვალით ჩვენსკენ იხედებოდა, ეტყობოდა მოსწონდა ჩვენი „ხორუმი“. ცოტა მოგვიანებით კი, როცა ჩვენმა ბავშვებმა „განდაგანას“ ცეცხლი დაანთეს სცენაზე, პრეზიდენტი ახლოს მივიდა მოცეკვავეებთან და დაუფარავი აღტაცებით უცქეროდა პატარა ვირტუოზებს. ყველა გაისუსა. დაამთავრეს ცეკვა და ტაშმა იქუხა. მიხეილ სააკაშვილიც აღტაცებული გვიკრავდა ტაშს. მერე ისევ ანსამბლ „ბათუმის“ სიმღერები და კვლავ ოვაციები. სტუმრები კონცერტისკენ შემობრუნდნენ და როცა „მთიულური“ ვიცეკვეთ დარბაზის ჭერი კინაღამ ჩამოიქცა ტაშისა და ოვაციებისაგან. პრეზიდენტმა დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი ჩვენი ანსამბლის შესახებ და როცა გაიგო თუ რა შეუფერებელ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ლევან ვარშალომიძეს დაავალა ეზრუნა ჩვენზე. –"გამოუყავით სარეპეტიციო დარბაზი, შეუკერეთ ფორმები, კონტროლს პირდად განვახორციელებ"–უთხრა მან ლევან ვარშალომიძეს. აი, ასე გამოიღო შედეგი დაუცხრობელმა ენთუზიაზმმა, საქმის სიყვარულმა, რწმენამ და იმედმა. იმ მარად სამახსოვრო კონცერტის მეორე დღესვე ბატონი თემური დაიბარეს მთავრობაში და გადასცეს დადგენილება, რომლის თანახმადაც ანსამბლს ეძლეოდა ათი საშტატო ერთეული, ცხადდებოდა საჯარო იურიდიულ პირად. ბიუჯეტიდან გამოიყო სათანადო თანხაც და მოკლე დროში შეიკერა ახალი საცეკვაო კოსტიუმები.

Page 641   ასე დაიწყო ანსამბლ „ხორუმის“ ახალი შემოქმედებითი ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფრიდონ სულაბერიძე წერდა: „ძმაო თემურ! მე შენს მეგობარს, ძალიან მიხარია, ფარხმალი ვერ დაგაყრევინეს, ისეთ ძველი შემართებით აგრძელებს ქართული ფენომენის მსახურებას. ხარ ლომი და პატარა ბოკვრებს უზრდი საქართველოს. გისურვებ გამარჯვებას, ამ ულამაზესი ბავშვების გამოძერწვას, რომ მერე, როგორც წინათ, მთელი საქართველო გაახარო შენი სრულყოფილი მაღალი შემოქმედებით“.

   2005 წლის 1 ნოემბრიდან ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სისტემაში გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, გამოეყო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს და დაფუძნდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაწესებულება. ანსამბლის დირექტორად დაინიშნა თემურ ბიბილეიშვილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ –„ხორუმის“ სახელმწიფო კონტროლი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონისა“ შესაბამისად დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ამავე დადგენილებით სამინისტროს დაევალა კანონმდებლობის წესით სახელმწიფო რეგისტრაციაში ანსამბლ „ხორუმის“ გასატარებლად საქართველოს კულტურისა. ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

 Page 681  2010 წლის 7 დეკემბრის #50 დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიტანა ცვლილებები 2009 წლის 8 დეკემბრის #40 დადგენილებაში და ამიერიდან იგი იწოდება როგორც „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“. დამტკიცდა ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმისმ“ დებულება. დებულების მიხედვით „ხორუმი“ შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ანსამბლი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. ანსამბლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები. ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ანსამბლი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს ,კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩლედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირად ურთიერთობაში. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

   ანსამბლ „ხორუმის“ საშტატო განრიგით ამჟამად ხელფასს ღებულობს 80 მოცეკვავე მსახიობი. მოცეკვავეებს ხელფასი ენიშნებათ სახელფასო ასაკის შესრულების კვალობაზე. მაგალითად , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან ვარშალომიძის სახელზე ანსამბლ „ხორუმის“ დირექტორის 2010 წლის 27 მაისის წერილში აღნიშნულია, რომ 2010 წლის იანვრიდან ანსამბლის 5 სრულწლოვან მოცეკვავეებისათვის დაშვებული იყო 5 საშტატო ერთეული. მაგრამ 2010 წლის მაისისათვის კიდევ 6 მოცეკვავეს შეუსრულდა სახელფასო ასაკი და ანსამბლის დირექტორი ითხოვს წლის მეორე ნახევრიდან მათაც დაენიშნოს ხელფასი.

   2010 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა, საქართველოს სპორცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ და სრულიად საქართველოს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასმა ანსამბლი „ხორუმი“ მიიწვიეს ცეკვა „ქართულის კონკურსზე. ანსამბლმა მიიღო ეს მოწვევა და კონკურსზე წარადგინა სოლისტების დიანა დუმბაძისა და თორნიკე ბერიძის დუეტი. კონკურსზე, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს რაიონებიდან 25 წყვილი ცეკვა „ქართულის“ შემსრულებლები ანსამბლ „ხორუმის“ ქართული სცნო ჟიურიმ მაღალ–მხატვრული ღირებულებებით აღჭურვილი და მიანიჭეს მას პირველი ადგილი.

   2005 წ. ქალაქ თბილისში ჩატარდა ბავშვთა შემოქმედების ფესტივალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ფესტივალში მონაწილეობდა დაახლოებით 50 საბავშვო ქორეოგრაფიული კოლექტივი. ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმისათვის“ ეს იყო პირველი გამოჩენა და სერიოზული განაცხადი საქართველოს ქორეოგრაფიულ სამყაროში. ამ ფესტივალზე ხორუმმა შეასრულა ორი ცეკვა „განდაგანა“ და „ხორუმი“. ფესტივალის შემოქმედებით დონეს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სახალხო არტისტები, ქართული ქორეოგრაფიის დიდი ავტორიტეტები, ბატონები ფრიდონ სულაბეიძე, ომარ მხეიძე, ბესიკ სვანიძე, რეზო ჭოხონელიძე, თენგიზ უთმელიძე, რეზო ჭანიშვილი, გომარ სიხარულიძე და ჯემალ ნავროზაშვილი. ამ ავტორიტეტულმა ჟიურიმ ბათუმელი ნორჩი შემსრულებლები პერსონალურად დააჯილდოვა ოქროს მედლებით და ანსამბლის გადაეცა სამაგიდო მედალი „ოქროს მართვეს“ გამოსახულებით.

   ამას მოჰყვა მეორე ფესტივალი, მიძღვნილი ლეგენდარული ილიკო სუხიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი. იგი ასევე გაიმართა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ანსამბლმა „ხორუმმა“ წარადგინა სამ მოქმედებიანი მუსიკალურ–ქორეოგრაფიული კომპოზიცია „აჭარული სუიტა“. ეს იყო ახალგაზრდა ანსამბლის მორიგი დიდი წარმატება და მას ჟიურის გადაწყვეტილებით მიენიჭა უფლება მონაწილეობა მიეღო საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალში.

Page 661   ასე წარმატებული იყო პირველი სტარტი ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმი“–სა , რომელიც დღემდე აღმავალი ხაზით ანვითარებს ქართულ საბავშვო ქორეოგრაფიულ ხელოვნებას და დამსახურებულად იხვეჭს მაყურებლის სიყვარულსა და აღიარებას.

   ანსამბლ „ხორუმი“–ს მორიგი დიდი აღიარება ისევ საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ საკავშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

   2004 წლის აგვისტოში უკრაინის საკურორტო ქალაქ ყირიმში ტარდებოდა ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკის“ დაარსების 80 წლისთავის იუბილე. ამ იუბილეზე უკრაინის პრეზიდენტის ბატონ ვიქტორ იუშჩენკოს სურვილით მიწვეულნი იყვნენ პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებიც საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა „არტეკის“ იუბილეს მონაწილეობისათვის როგორც ძვირფასი საჩუქარი, შეეთავაზებინა სწორედ ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმის“ საკონცერტო ნომრები. ანსამბლის ხელმძღვანელობას დროულად შეატყობინეს ეს სასიამოვნო ცნობა და სპეციალურად მომზადდა კიდეც რამდენიმე ცეკვა. 15 აგვისტოს ბათუმში ჩამოფრინდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩაისვა მის თვითმფრინავში „ხორუმის“ მონაწილენი და იმავე დღეს ჩაფრინდნენ უკრაინაში.

   თვითმფრინავში ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ კიდევ მოიკითხა „ხორუმის“ მუშაობის პირობები. ანსამბლის ხელმძღვანელმა ბატონმა თემური ბიბილეიშვილმა ისარგებლა შემთხვევით და პირველ რიგში პირადად პრეზიდენტს გადაუხადა გულითადი მადლობა ყურადღებისათვის და შემდეგ მოახსენა იმ მხარდაჭერისა და ყურადღების შესახებ , რასაც ის სისტემატიურად ავლენს ანსამბლის მიმართ , და მასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე , ბატონი ლევან ვარშალომიძე, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი და სხვები. პასუხად პრეზიდენტმა ერთხელ კიდევ შეაგულიანა ნორჩი ხელოვნები და მიმართა „აბა თქვენ იცით ,როგორ მასახელებთ უკრაინაშიო“.

   „არტეკის“ დაარსების 80 წლისთავის საიუბილეო კონცერტი ტარდებოდა ფეხბურთის სტადიონზე, რომელიც 35.000 მაყურებელს იტევდა , საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდა ათასხუთასამდე შემოქმედი კოლექტივი, დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტიდან კონცერტს ხელმძღვანელობდა უკრაინის სახალხო არტისტი, ცნობილი რეჟისორი ი.კოვალენკო და მისი თანაშემწე 10–მდე რეჟისორი. ხელმძღვანელობამ ანსამბლ "ხორუმის" ოთხი ცეკვიდან ამოარჩია „მთიულური“. დაიწყო კონცერტი, სცენაზე პირველი გავიდნენ ბულგარელი მოცეკვავენი. როცა დადგა სცენაზე ქართველების გასვლის ჯერი, სტადიონზე დამონტაჟებულ მძლავრ აკუსტიკურ დინამიკებში გაისმა ქართული დოლის პირველი რიტმები, რასაც მოჰყვა ნორჩი 8-9 წლის ქართველი მსახიობების სცენაზე კლასიკური ნახტომებით შემოფრენა და ქართული ძარღვით შესრულებული ტეხილი ილეთ–მოძრაობების კორიანტელი, თვალმიუწვდენელი ტრიალ–ბზრიალები, ცერ–ილეთებისა და მუხლ–ილეთების ტრიუკები. ასეთ ტრიუკებს დედამიწაზე მხოლოდ ქართველი მოცეკვავეები ასრულებენ. ქართველმა ბავშვებმა ერთბაშად დაი პყრეს მაყურებელთა ყურადღება და ინტერესი 35 ათასი მაყურებელი მონუსხულივით ადევნებდა თვალსა და სმენას და ცეკვის მსვლელობაში აღტაცებით უკრავდა ტაშს, ხოლო ცეკვის დამთავრებისას ერთბაშად წამოიჭრნენ ფეხზე და ოვაციით, ქუდების ცაში ასროლით, გახარებულნი გამოხატავდნენ აღტაცებას. ამას უყურებდნენ უკრაინის პრეზიდენტი ბატონი ვიქტორ იუშჩენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი და საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. საიუბილეო კონცერტის საფინალო კონცერტში, სადაც ერთდროულად იდგა 1500 მონაწილე , სცენის ცენტრალურ ნაწილში ქართველებს მიუჩინეს ადგილი და ისიც სწორედ ყველაზე წინ.

    კონცერტის მსვლელობა გადაიცემოდა ევროვიზიით და როგორც აღნიშნავდნენ, კარგად იყო დაფიქსირებული ქართველ მოცეკვავეთა გამოსვლა.

    ზეიმში წარმატებით გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კოლეგებს შორის, ხორუმელებს ულოცავდნენ ბრწყინვალე შედეგებს, ასაჩუქრებდნენ სუვენირებით. ეს იყო ანსამბლ „ხორუმი“–ს ისტორიაში დაუვიწყარი ფაქტი. „ხორუმი“–ს ნორჩმა მსახიობებმა სახელი მოუხვეჭეს მსოფლიო მაყურებელთა შორის ქართულ ქორეოგრაფიას და აამაღლეს ქართული კულტურის პრესტიჟი.