RT Crystalline - шаблон joomla Mp3
copenhagen   კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღო აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „ხორუმი“. 

   დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ანსამბლმა „ხორუმმა“ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დანიურ საზოგადოებასა და დანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.