RT Crystalline - шаблон joomla Mp3

afisha   2015 წლის 16 ივნისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ხორუმის" საიუბილეო კონცერტი და მისი დამაარსებლის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენოსანის, ქორეოგრაფიის რაინდის, საქართველოს ეროვნული ქორეოგრაფიის აკადემიის ნამდვილი წევრის თემურ ბიბილეიშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი.

   კონცრტზე წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგრამა - ქორეოგრაფიული კომპოზიცია "საქართველოს საგანძური", რომელიც წარმოადგენს ქართული ფოლკლორისა და კლასიკური ცეკვის ერთობლივი სინთეზით შექმნილ ქორეოგრაფიულ სურათებს, რაშიც ასახულია ქართველი ერის ცხოვრების ისტორიები და მათი განვითარების, ბრძოლის, შრომისა და ზეიმის ვითარებები.

   როგორც ბატონი თემური ამბობს ეს არ არის ქორეოგრაფიის სრულყოფილი ნიმუში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა დღევანდელი განვითარებული ქორეოგრაფიული ხელოვნებისა, დღემდე მოსული მაღალმხატვრული კონკრეტული ქორეოგრაფიული 5-6 წუთიანი ნიმუშებით, და დასძენს კიდევაც - იქნებ მომავალში კიდევ გაუჩნდეთ კოლეგებს ასეთი და მსგავსი თემების სცენაზე განხორციელების სურვილი.

   ვუსურვებთ წარმატებებს!